მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 127,126 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

ქალაქი სტამბოლი
სტამბოლი (თურქ. İstanbul — ისთანბულ) — თურქეთის უდიდესი და ხალხმრავალი ქალაქი. ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ცენტრი. ტრანსკონტინენტური ქალაქი ევრაზიაში, რომელიც მდებარეობს ბოსფორის სრუტის გასწვრივ (რომელიც ჰყოფს ევროპასა და აზიას), მარმარილოსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქის კომერციული და ისტორიული ცენტრი ევროპულ ნაწილშია, ხოლო ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი აზიურ ნაწილში ცხოვრობს. ქალაქი სტამბოლი ამავე სახელწოდების მეტროპოლიის ადმინისტრაციული ცენტრია, სადაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია და მსოფლიოს მე-5 უდიდესი ქალაქია ისევე, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ქალაქია. სტამბოლი განიხილება, როგორც ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. სტამბოლის ისტორიული და სტრატეგიული ადგილმდებარეობა აბრეშუმის გზაზე, რომელიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის სარკინიგზო ქსელების, შავი ზღვისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მარშრუტის გზაზე მდებარეობს, ქალაქის კოსმოპოლიტური მოსახლეობის წარმოქმნის საფუძველი გახდა, თუმცა, ეს ფაქტი ნაკლებად შესამჩნევი იყო 1923 წლისთვის, როდესაც ყალიბდებოდა თურქეთის რესპუბლიკა. ომებს შორის პერიოდში ახალ დედაქალაქად ანკარის გამოცხადებამ, ქალაქს უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა. 1950-იანი წლებიდან, ქალაქის მოსახლეობა ათჯერ გაიზარდა, რაც ანატოლიიდან მიგრანტების ჩამოსვლით იყო განპირობებული, ხოლო ამან ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოება გამოიწვია. XX საუკუნის დასასრულს დაარსებული ხელოვნების, მუსიკის, კინოს ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები დღესაც იმართება ქალაქში და მის სავიზიტო ბარათად იქცა. ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ, გამოიწვია რთული სატრანსპორტო ქსელის წარმოშობა. ქალაქი ისტორიულად ცნობილია, როგორც კონსტანტინოპოლი (ბერძნ. Κωνσταντινούπολις, თურქ. Kostantiniyye — კონსტანტინიე) და ბიზანტიონი.

HSSubpages.svg

დღის სტატია

კობეინი 1992 წელს

კურტ დონალდ კობეინი (ინგლ. Kurt Cobain; დ. 20 თებერვალი, 1967 — გ. 5 აპრილი, 1994) — ამერიკელი მუსიკოსი. ცნობილია როგორც სიეტლურ ჯგუფ ნირვანას ვოკალისტი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი.

კობეინმა ნირვანა 1987 წელს, კრისტ ნოვოსელიჩთან ერთად დააარსა. 1991 წელს გამოვიდა ნირვანას ყველაზე წარმატებული ალბომი Nevermind, რომელიც 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომად იქცა. 1994 წლის 8 აპრილს, კობეინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, სიეტლში. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.



W-circle.svg

სიახლეები

ნაიიბ ბუკელე
  • პრესპის შეთანხმების თანახმად მაკედონიას ოფიცალურად ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა.
  • თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ნაიიბ ბუკელე (სურათზე) სალვადორის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კოტ-დ’ივუარის ყოფილი პრეზიდენტი ლორან გბაგბო კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებისაგან გაათავისუფლა.
  • გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი საქველმოქმედო კონცერტის სცენაზე დანით მოკლეს.

  • HSDagensdatum.svg

    20 თებერვალი — ამ დღეს...

    ჯონ გლენი
  • 395 : ბეთლემში პირველი დედათა მონასტერი დაარსდა.
  • 1547 : ედუარდ VI ინგლისის მეფედ აკურთხეს უესტმინსტერის სააბატოში.
  • 1816 : იტალიელი კომპოზიტორი ჯოაკინო როსინის ფრანგი დრამატურგი პიერ ბომარშეს პიესაზე შექმნილი ოპერა „სევილიელი დალაქის“ პრემიერა გაიმართა ტეატრო არგენტინაში (რომი).
  • 1872 : ნიუ-იორკში მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა.
  • 1902 : ფუტურიზმის დაბადება: იტალიელმა პოეტმა ფილიპო მარინეტიმ „ფუტურისტის მანიფესტი“ გამოაქვეყნა ფრანგულ ჟურნალში ფიგარო.
  • 1962 : ჯონ გლენი (სურათზე) პირველი ამერიკელი გახდა, რომელმაც დედამიწის ორბიტას შემოუფრინა ხომალდზე მერკური-ატლას 6.
  • 1988 : მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება „მიმართვაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის სსრ-ის უმაღლეს საბჭოებს ოლქის სომხეთის სსრ-ის შემადგენლობაში გადასაყვანად“, რაც ყარაბაღის ომის დაწყების საბაბი გახდა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    ჰასეკურა ცუნენაგა